სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა.

სირიის ლიდერი 10 ნოემბერს თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

7 ნოემბერს, სირიის პრეზიდენტი და სირიის შინაგან საქმეთა მინისტრი ანას ჰასან ხატაბი, აშშ-ის ექსტრემისტული დაჯგუფებების მხარდაჭერაში ან დაფინანსებაში ეჭვმიტანილი პირების რეესტრიდან ამოიღეს. ამ კვირის დასაწყისში გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა აშშ-ის რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა სასანქციო ზომების მოხსნას.

აშშ-ის დედაქალაქში სირიის პრეზიდენტის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე გამოცხადდა, რომ სირიის უსაფრთხოების სამსახურებმა დააკავეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ათობით სავარაუდო წევრი.

თერთმეტი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აჰმედ ალ-შარაას ხელმძღვანელობით ამბოხებულთა ალიანსმა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხო. ტრამპი შარაას მაისში, ერ-რიადში ვიზიტის დროს შეხვდა.

1tv.ge