გაყინული რუსული აქტივების თემას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
ლავროვმა განაცხადა, რომ აქტივების წართმევის ლეგალური გზა არ არსებობს.
"ასეთი ქმედებები ღიად სიცრუე და ძარცვაა. როგორც ჩანს, ევროპელებში კოლონიზატორობისა და მეკობრეობის ძველმა ინსტინქტმა გაიღვიძა". – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ აქტივების დაბრუნება "უკრაინას ვერ გადაარჩენს", ხოლო რუსეთი ასეთ ნაბიჯს "ადეკვატურ პასუხს გასცემს".
"ბრიუსელსა და სხვა ევროპულ დედაქალაქებს ჯერ კიდევ აქვთ აზრზე მოსვლისა და დაგეგმილ ავანტიურაზე უარის თქმის დრო".