2026 წლის 1 აგვისტოდან შვედი სკოლის მოსწავლეები სასწავლო დღეს მობილური ტელეფონების გარეშე გაატარებენ: ასეთი გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. 

ბავშვები ტელეფონებს დილით ჩააბარებენ და მხოლოდ გაკვეთილების დასრულების შემდეგ მიიღებენ.

ეს წესი იმოქმედებს არა მხოლოდ გაკვეთილების დროს, არამედ შესვენებების, სავალდებულო სასკოლო ღონისძიებების, კლუბებისა და ორგანიზებული დასვენების აქტივობების დროსაც.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს ღონისძიება მოსწავლეებს ტელეფონებით ყურადღების გაფანტვას ნაკლებად შეუწყობს ხელს და სასწავლო დღეს უფრო მშვიდად წარმართავს.