შვედეთი და დანია ერთობლივად შეისყიდიან და მიაწვდიან უკრაინას 2.6 მილიარდი შვედური კრონის (290 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულებისსაჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა ქვეყანას რუსეთუს თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარონ, - ამის შესახებ ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა განაცხადეს.
შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის ინფორმაციით, შვედეთი BAE Systems Bofors-ის (BAES.L) მიერ შემუშავებული Tridon-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენას 2.1 მილიარდი კრონით დააფინანსებს, დანია კი დაახლოებით 500 მილიონი კრონის ოდენობის წვლილს შეიტანს.
„ეს ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია საჰაერო თავდაცვის ბატალიონის შექმნა, თუ ამას მოისურვებს. შესყიდვა არა მხოლოდ მხარს უჭერს უკრაინას ბრძოლის ველზე მეტი საბრძოლო მასალის უზრუნველყოფით, არამედ აძლიერებს ჩვენს საწარმოო შესაძლებლობებს შვედეთში“, - განაცხადა პალ ჯონსონმა შვედეთის ქალაქ გეტებორგში დანიელ კოლეგასთან, ტროელს ლუნდ პოულსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ipn.ge