შეიძლება ტარიფები შემოვიღო ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც გრენლანდიაზე არ დაგვეთანხმებიან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
კერძოდ, დონალდ ტრამპი მედიკამენტებთან დაკავშირებით ტარიფებზე საუბრობდა და გრენლანდია გაიხსენა.
„შეიძლება ეს გრენლანდიისთვისაც გავაკეთო. შეიძლება ტარიფები დავუწესო ქვეყნებს, თუ გრენლანდიაზე არ დაგვეთანხმებიან, ვინაიდან გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. ამიტომ შეიძლება ეს გრენლანდიისთვის გავაკეთო", - განაცხადა ტრამპმა.