შვეიცარიული კომპანია Stadler-ი ყაზახეთის რკინიგზის დაკვეთით, ასტანაში მდებარე ქარხანაში 600 სარკინიგზო ვაგონს ამზადებს. კონტრაქტის საერთო ღირებულება 2.5 მილიარდ დოლარზე მეტია.
ცნობისთვის, Stadler-მა ყაზახეთის რკინიგზის ტენდერში ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში გაიმარჯვა.
სწორედ ამის შემდეგ აღჭურვა კომპანიამ ასტანაში ქარხანა, მოამზადა პერსონალი და სამგზავრო ვაგონების წარმოება.
შეგახსენებთ, Stadler-მა ქარხანა ასტანაში ბელარუსიდან გადაიტანა, რომელიც კომპანიამ საერთაშორისო სანქციების გამო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დახურა. ამჟამად ასტანაში კომპანიის ქარხანაში 400 ადამიანი არის დასაქმებული.