ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინისთვის „მშვიდობის საბჭოს“ შექმნა და მასში რუსეთის ჩართვა სურს — ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

ამ გაერთიანების მონაწილეები უნდა გახდნენ უკრაინის, ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლები.

საბჭოს ამოცანაა — „სამშვიდობო გეგმის“ შესრულების გარანტირება და მისი დაცვის მონიტორინგი.

ეს ინიციატივა, რომელიც ნასესხებია ღაზის სექტორში კონფლიქტის მოგვარების მოდელიდან, შეთანხმებების მონიტორინგის საკვანძო ორგანო უნდა გახდეს.

გეგმის მიხედვით, აღნიშნული ორგანო:

უშუალოდ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ უნდა იმართებოდეს.

საბჭოს შემადგენლობაში უნდა შევიდნენ უკრაინის, ევროპის, ნატოსა და რუსეთის წარმომადგენლები.~

მთავარი ამოცანაა — სამშვიდობო გეგმის შესრულების გარანტირება და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვაზე მეთვალყურეობა.„მშვიდობის საბჭოების“ ანალოგიურ მოდელებს ვაშინგტონი ვენესუელაში არსებული ვითარების მოსაგვარებლადაც განიხილავს.

ამავდროულად, დღეს მაიამიში იწყება მოლაპარაკებების ახალი რაუნდი უკრაინასა და აშშ-ს შორის—უკრაინულ დელეგაციას წარმოადგენენ რუსტემ უმეროვი, კირილო ბუდანოვი და დავით არახამია.მხარეები მუშაობენ უსაფრთხოების გარანტიებისა და უკრაინის ეკონომიკური კეთილდღეობის გეგმის შესახებ შეთანხმების ფინალიზაციაზე. აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოლჰა სტეფანიშინას განცხადებით, ამ დოკუმენტების მიხედვით ინვესტიციებისა და დახმარების მოცულობამ შესაძლოა $800 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.საკმაოდ მასშტაბური გეგმაა, განსაკუთრებით ინვესტიციების ნაწილში.