აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის მიღებას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კონგრესის ნებართვის გარეშე ვენესუელის წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო ქმედებების განხორციელებას აუკრძალავს.

საომარი უფლებამოსილებების შესახებ რეზოლუციას მხარი 52-მა სენატორმა დაუჭირა, 47 კი წინააღმდეგ წავიდა.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას მხარი ტრამპის მომხრე ხუთმა რესპუბლიკელმა სენატორმაცდაუჭირა, ერთმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

„როიტერის“ ცნობით, ხმის მიცემა ჩატარდა მას შემდეგ, რაც, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატების ძალებმა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავეს. კონგრესმენების ნაწილის განცხადებით, კონგრესს, და არა პრეზიდენტს, უნდა ჰქონდეს ომში ჯარების გაგზავნის უფლებამოსილება, როგორც ეს კონსტიტუციაშია მითითებული.

1tv.ge