კვიპროსის ადგილობრივი მედია ადასტურებს ცნობებს, რომ პირველი მარტის გამთენიისას კუნძულზე მდებარე ბრიტანულ საჰაერო ბაზაზე დრონმა იერიში მიიტანა.
Cyprus Mail-ის ცნობით, ბაზაზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს აცნობეს, რომ იერიში "მცირე ზომის დრონით" მიიტანეს, რასაც "მცირე დაზიანება" მოჰყვა. სამხედრო მოსამსახურეები გააფრთხილეს, რომ მოსალოდნელია განმეორებითი დარტყმებიც.
დაუდასტურებელ ცნობებით, ბრიტანეთის საჰაერო ძალების ბაზაზე იერიში შაჰედ-136-ის ტიპის დრონმა მიიტანა.
აქამდე, იერიშის წინა ღამეს ბრიტანეთის აბდაცვის მდივანი, ჯონ ჰილი ამბობდა, რომ კვიპროსის მიმართულებით ირანმა ორი რაკეტა ისროლა. თუმცა, დაამატა, რომ მათი სამიზნე, ვარაუდების მიხედვით, კვიპროსი არ ყოფილა. როგორც კვიპროსის პრეზიდენტი, ისე კვიპროსელ თურქ სეპარატისტთა ლიდერი ირწმუნებოდა, რომ რაკეტები კუნძულის მიმართულებით არ მიემართებოდნენ.
tabula.ge