Wizz Air დროებით წყვეტს ფრენებს ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებებით. ამის შესახებ ავიაკომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
კერძოდ, ირანში უსაფრთხოების ვითარების ბოლოდროინდელი ესკალაციის ფონზე, ავიაკომპანია დაუყოვნებლივ აჩერებს ყველა რეისს ისრაელის, დუბაის, აბუ-დაბისა და ამანის მიმართულებით და აღნიშნული მიმართულებებიდან 2026 წლის 7 მარტის ჩათვლით.
ამასთანავე, Wizz Air აუქმებს საუდის არაბეთის მიმართულებით დაგეგმილ რეისებს, 2026 წლის 7 მარტის ჩათვლით.