2026 წლიდან საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერების ანაზღაურება 40%-ით გაიზარდა.

ანაზღაურების ზრდა წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთ ნაბიჯს გარემოს დაცვის გაძლიერებისა და პროფესიული კადრების მხარდაჭერის მიმართულებით.

დაცული ტერიტორიების რეინჯერები ყოველდღიურად უზრუნველყოფენ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, უკანონო საქმიანობის პრევენციასა და ვიზიტორთა უსაფრთხოებას. მათი დაცვის ქვეშ ჩვენი ქვეყნის 13%-ზე მეტია.

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს რეინჯერების პროფესიული განვითარების, აღჭურვილობის განახლებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას, რათა ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობა დაცული და შენარჩუნებული იყოს მომავალი თაობებისთვის.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს