არაბთა გაერთიანებული საამიროები დაფარავს სასტუმროსა და კვების ხარჯებს იმ ტურისტებისთვის, რომლებიც ქვეყანაში რჩებიან აშშ-ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის გამწვავების შედეგად გამოწვეული ფართომასშტაბიანი რეისების გაუქმების გამო.
ინფორმაციას The Economic Times ავრცელებს.
განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში საჰაერო სივრცის დახურვამ არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი გადამზიდავები, მათ შორის Emirates, Etihad Airways, flydubai და Air Arabia, იძულებული გახადა შეეჩერებინათ ან შეემცირებინათ ფრენები, რის გამოც ათასობით მოგზაურმა ვერ შეძლო გამგზავრება, დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან, ზაიედის საერთაშორისო აეროპორტიდან და შარჯას საერთაშორისო აეროპორტიდან.