ჩილეს ტორეს დელ პაინეს ეროვნულმა პარკმა პატაგონიაში გამოაცხადა პროგრამის „10 მოხალისე 10 დღის განმავლობაში“(10 Volunteers for 10 Days) დაწყების შესახებ. 2026 წლის 22-დან 27 მარტამდე და 28 მარტიდან 2 აპრილამდე პარკი ეძებს 10 მოხალისეს ჰაიკინგის ბილიკის მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაში დასახმარებლად.
პარკის პოპულარობა კვლავ იზრდება და ყოველდღიურად ბილიკებზე მოსიარულე მრავალი ტურისტი ხელს უწყობს ნიადაგის ეროზიას, მცენარეულობის დაზიანებას და ეკოსისტემის დარღვევას.
მოგზაურებს იწვევენ პატაგონიაში, რათა დაეხმარონ დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანახაობის Base Torres–ისკენ მიმავალი ახალი, მდგრადი ბილიკის მშენებლობაში.