საუდის არაბეთმა სირიაში საინვესტიციო ფონდი გახსნა, რომელიც ორ მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს სირიის ქალაქ ალეპოში ორი აეროპორტის განვითარებისთვის.

ამის შესახებ საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა, ხალიდ ალ-ფალიჰმა განაცხადა.

ალ-ფალიჰმა აღნიშნა, რომ ფონდი მიზნად ისახავს სირიაში მასშტაბური პროექტების დაფინანსებას კერძო სექტორის ინვესტორების მონაწილეობით.

გარდა ამისა, „როიტერის“ ცნობით, საუდის არაბეთის ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ, Flynas-მა და სირიის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ახალი ავიაკომპანიის, Flynas Syria-ს შექმნის შესახებ. კომპანიის ცნობით, სირიულ მხარეს 51% ექნება, ხოლო 49% Flynas-ის საკუთრება იქნება. ფრენების დაწყება 2026 წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება.

1tv.ge