დე­და­მი­წა კოს­მო­სუ­რი შტორ­მის მო­ლო­დინ­შია. მზე­ზე უჩ­ვე­უ­ლო აქ­ტი­ვო­ბა და­ფიქ­სირ­და: ას­ტრო­ნო­მებ­მა 18 სა­შუ­ა­ლო (M) და 3 მა­ღა­ლი (X) კლა­სის აფეთ­ქე­ბა და­ა­ფიქ­სი­რეს. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში X8.3 კლა­სის ალია - ეს არის 2026 წლის აბ­სო­ლუ­ტუ­რი რე­კორ­დი.

"აფეთ­ქე­ბე­ბის ტალ­ღა" მზის ზე­და­პირ­ზე

მეც­ნი­ე­რებ­მა მზე­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს სწრა­ფად მზარ­დი და არას­ტა­ბი­ლუ­რი არე­ა­ლი, რო­მელ­საც უკვე შე­არ­ქვეს "აფეთ­ქე­ბე­ბის ტალ­ღა". სწო­რედ აქე­დან წა­მო­სულ­მა რა­დი­ა­ცი­ულ­მა გა­მოს­ხი­ვე­ბამ უკვე გა­მო­იწ­ვია წყნა­რი ოკე­ა­ნის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში რა­დი­ო­კავ­ში­რის შე­ფერ­ხე­ბა.

ულტრა­ი­ის­ფე­რი და რენტგე­ნუ­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბის ნა­კად­მა დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­როს ზედა ფე­ნე­ბის იო­ნი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ "კოს­მო­სუ­რი ამინ­დი" უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ცვა­ლე­ბა­დი იქ­ნე­ბა.

რას პროგნოზირედნენ 5-6 თე­ბერ­ვალს?

ბრი­ტა­ნე­თის გე­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის პროგ­ნო­ზით, დე­და­მი­წას G2 (სა­შუ­ა­ლო) დო­ნის მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი და­ა­ტყდე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მზის ნივ­თი­ე­რე­ბის ძი­რი­თა­დი მასა ჩვენს პლა­ნე­ტას ას­ცდე­ბა, "გვერ­დი­თი დარ­ტყმა" მა­ინც გარ­და­უ­ვა­ლია.

რა გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა ქა­რიშ­ხალს?

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი: შე­საძ­ლოა და­ფიქ­სირ­დეს მცი­რე ხარ­ვე­ზე­ბი GPS ნა­ვი­გა­ცი­ა­ში, თა­ნამ­გზავ­რულ კავ­შირ­სა და ელექტრო­გა­დამ­ცემ ხა­ზებ­ში.

ბუ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზე: მა­ღალ გა­ნე­დებ­ზე მცხოვ­რებ­ლებს ექ­ნე­ბათ შან­სი, იხი­ლონ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კაშ­კა­შა ჩრდი­ლო­ე­თის ცი­ა­ლი.

ჯან­მრთე­ლო­ბა: მე­ტეო და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში შე­საძ­ლოა იჩი­ნოს თავი თა­ვის ტკი­ვილ­მა, უძი­ლო­ბამ და სა­ერ­თო სი­სუს­ტემ.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მგრძნო­ბი­ა­რე პი­რე­ბის­თვის:

ექი­მე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლის დღე­ებ­ში:

1. შე­ვამ­ცი­როთ ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა.

2. მი­ვი­ღოთ მეტი სი­თხე და მო­ვე­რი­დოთ მძი­მე საკ­ვებს.

3. ვა­კონ­ტრო­ლოთ არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა.

4. შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე და მეტი დრო და­ვუთ­მოთ დას­ვე­ნე­ბას.

მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ "აფეთ­ქე­ბე­ბის ტალ­ღა" ჯერ კი­დევ არ დაც­ლი­ლა ენერ­გი­ის­გან, ამი­ტომ მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ახა­ლი იე­რი­შე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

www.ambebi.ge