ავიაკომპანია Emirates-ს საკმარისი ფინანსური პოტენციალი და ფულადი რეზერვები აქვს, რათა გაუძლოს ავიასაწვავის მაღალ ფასებს და ირანის ომის შედეგად გამოწვეულ არეულობას, - განაცხადა სპარსეთის ყურის ავიაკომპანიამ, როდესაც რეკორდული წლიური წმინდა მოგება გამოაქვეყნა.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, Emirates-ის წმინდა მოგება 12 თვეში გაიზარდა 5.4 მილიარდ დოლარამდე. მგზავრთა შემოსავლის ზრდამ ნაწილობრივ დააბალანსა მგზავრთა რაოდენობის მცირე შემცირება, რომელიც 53.2 მილიონამდე დაეცა.

Emirates Group-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა შეიხ აჰმედ ბინ საიდ ალ მაქტუმმა განაცხადა, რომ ავიაკომპანიას საწვავზე ჰეჯირება 2028–29 წლამდე აქვს უზრუნველყოფილი.