ლონდონში, Sotheby’s-ის აუქციონზე ამედეო მოდილიანის ნახატი „მჯდომარე შიშველი ქალი ყელსაბამით“ 48,2 მილიონ გირვანქა სტერლინგად (63,9 მილიონი დოლარი) გაიყიდა. ეს გარიგება იტალიელი მხატვრის ნამუშევრებისთვის ახალ ევროპულ რეკორდად იქცა, იტყობინება Art Net.
1917–1918 წლებში შესრულებული ტილო ბიზნესმენისა და საფეხბურთო კლუბ „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ ყოფილი მფლობელის, ჯო ლუისის კოლექციის 48 ხელოვნების ნიმუშს შორის იყო. ვარაუდობდნენ, რომ ნახატი 45 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტად გაიყიდებოდა და მან მოლოდინები გაამართლა. აუქციონზე ასევე გაიყიდა პაბლო პიკასოს, რენე მაგრიტისა და გუსტავ კლიმტის ნახატები. საერთო ჯამში, ვაჭრობამ 296,3 მილიონი გირვანქა სტერლინგი (392,6 მილიონი დოლარი) შეადგინა.