ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI გეგმავს აქციების პირველადი განთავსების (IPO) გადადებას მომავალ წლამდე, იუწყება The New York Times სამ წყაროზე დაყრდნობით.
მანამდე მოსალოდნელი იყო, რომ კომპანია ამ შემოდგომაზე საჯარო გახდებოდა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ OpenAI-ის კაპიტალიზაცია განთავსებისას დაახლოებით 1 ტრილიონ დოლარად შეფასდება.
NYT-ის წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ კომპანიის მრჩევლებმა ურჩიეს, რომ თუ მას 1 ტრილიონ დოლარად შეფასება სურს, მომავალ წლამდე დაელოდონ. კონსულტანტები მიიჩნევენ, რომ განთავსების დაჩქარება შესაძლებელია ამ შეფასების შემცირებით.