მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღის შემდეგ, განახლდა რეკორდი გატანილი გოლების რაოდენობით.

მიმდინარე ტურნირზე 177 გოლია გატანილი. წინა რეკორდი დამყარებული იყო 2022 წელს, კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე – 172 გოლი.

მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატი 19 ივლისს დასრულდება. ეს არის პირველი მუნდიალი 48 გუნდის მონაწილეობით.

წყარო: პირველი არხი