გერმანიის აღმოსავლეთით, ქალაქ ჰალეში მდებარე ჰაიდეზეს (Heidesee) ტბაზე იმ ვიზიტორთა შესვლა აიკრძალა, რომლებმაც გერმანული ენა არ იციან. თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ პლაჟის მმართველ კომპანიას შეზღუდვის გაუქმება დაავალა, წერს The Guardian.
კომპანია Nobel-მა აკრძალვა იმის გამო დააწესა, რომ პირები, რომლებსაც გერმანული ენა არ ესმით, უგულებელყოფენ პლაჟზე ქცევის წესებსა და მაშველების განცხადებებს.
პლაჟის მმართველმა, მატიას ნობელმა განაცხადა, რომ ტბაზე უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავად არის და შესაძლო უბედური შემთხვევების დროს ბრალს მას დასდებენ. უსაფრთხოების წესების მრავალგზის დარღვევის გამო, ნობელმა გადაწყვიტა არ დაეშვა ის ვიზიტორები, რომლებმაც გერმანული ენა ინსტრუქციების გასაგებად საკმარის დონეზე არ იციან.
თუმცა, ნობელის მიერ წამოყენებულმა პირობებმა საზოგადოებრივი კრიტიკის ტალღა გამოიწვია.