საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის სამზადისი დაიწყო. მოსამზადებელი პერიოდი ორ ეტაპად იყოფა – პირველი თბილისური ვარჯიშებია, მეორე კი დანიური შეკრება, სადაც 27 თებერვალს ჩვენი ეროვნული გუნდი 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მესამე ტურის მატჩს გამართავს. დანიასთან მომდევნო შეხვედრა კი 2 მარტს თბილისში ჩატარდება. ორივე თამაშს საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

„თბილისი არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ის კანდიდატები შეიკრიბნენ, რომლებიც სუპერლიგის გუნდებში თამაშობენ. ალექსანდრ ჯიკიჩმა ეროვნულ გუნდში 24 კალათბურთელი გამოიძახა, რომელთაგან 9 ლეგიონერი პირდაპირ დანიაში 23 თებერვალს ჩავა, მანამდე კი, 17-დან 21 თებერვლის ჩათვლით, ქართულ კლუბებში მოთამაშე 15 კალათბურთელი თბილისურ შეკრებაზე ეცდება, დანიაში გასამგზავრებელ 5-კაციან შემადგენლობაში ადგილის მოპოვებას.

ეროვნული გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია ნაკრებს 26 თებერვალს, კოპენჰაგენში შეუერთდება, რადგან მის კლუბს, „ბარსელონას“ 25-ში ევროლიგაში თამაში აქვს. ხუთდღიან თბილისურ შეკრებაზე გამოძახებული თხუთმეტი კალათბურთელი თბილისი არენაზე ალექსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს:

გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), ლუკა მაზიაშვილი (კსუ-კავკასია), ლუკა ზაქრაძე (რაში), სანდრო სანაძე, გიორგი კობახიძე (ორივე მარგვეთი), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (კსუ-კავკასია), ლევან გოგიჩაიშვილი (ვსა), კახა ჯინჭარაძე, გიორგი სულაბერიძე (ორივე ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ანზორ ნადირაძე, ლუკა კალატოზიშვილი (ვსა), გიორგი ტურძილაძე (თსუ), რომან ჭინჭარაული (მარგვეთი), ვილი ისიანი (რუსთავი).

პირველი არხი