კომპანია Civitatis-ის მიერ 7000-ზე მეტ მომხმარებელს შორის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოგზაურობის დაგეგმვისას მოგზაურთა დაახლოებით 60% კვლავ ადამიანების დატოვებულ რეკომენდაციებს და დადასტურებულ ინფორმაციას ანიჭებს უპირატესობას ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებთან შედარებით.

რესპონდენტთა თითქმის ნახევარმა, რომლებმაც მოგზაურობის დასაგეგმად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს, განაცხადა, რომ არასწორი ან მოძველებული ინფორმაცია მიიღეს. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ რეკომენდაციებში დაშვებულ შეცდომებს შორის იყო მოძველებული გრაფიკები, გაფუჭებული ბმულები, არასწორი ფასები და რეალურად დაკეტილი ატრაქციონები.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე