საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 14 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩს თურქეთის ნაკრებთან ქალაქ იზმითში გამართავს – შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
„ჯვაროსნები“ თურქეთში ჩავიდნენ და ქალაქ იზმითში დაბინავდნენ. 13 ოქტომბერს გუნდი თამაშის მასპინძელ „ქოჯაელის“ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს, რომლის დაწყებამდე მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.
13 ოქტომბრის განრიგი
19:00 – ქოჯაელის სტადიონი | საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია.
19:30 – ქოჯაელის სტადიონი | საქართველოს ნაკრების ვარჯიში.
22:45 | თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვინჩენცო მონტელას პრესკონფერენცია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკ-ი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა“ გორი).
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლაშა დვალი (ცსკა 1948 სოფია, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი“, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი“, გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე“, იტალია), ივა გელაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი).
ნახევარმცველები და თავდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი“, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი“, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი“, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი“, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი“, ესპანეთი).