ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ლინ ძიანის განცხადებით, ოფიციალური პეკინი იძულებულია საპასუხო ზომები მიიღოს აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციებისა და შეზღუდვების გამო.
ძიანის თქმით, ბოლო პერიოდში ვაშინგტონი სისტემატურად ამკაცრებს შეზღუდვებს ჩინური კომპანიებისა და ინდივიდების მიმართ, რაც „სერიოზულ ზიანს აყენებს ჩინეთის ინტერესებს“.
„თუ ამერიკული მხარე კვლავ გააგრძელებს ამგვარ კურსს, ჩინეთი გადადგამს მკაცრ და შესაბამის ნაბიჯებს საკუთარი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად,“ — განაცხადა ძიანმა.
სანქციების შესახებ დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება, თუმცა ჩინეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები ორ უდიდეს სახელმწიფოს შორის დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავებაზე მიანიშნებს.