ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ საქართველოში არც პროტესტი და არც საპროტესტო მუხტი არ არსებობს და ამტკიცებს, რომ ის ადამიანები, ვინც ყოველდღე ქუჩაში ევროპული მომავლის დასაცავად დგანან, "უცხოელი აგენტები" არიან. 

"საქართველოში არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს. არის 500 უცხოელი აგენტი, რომელთა მეშვეობითაც ცდილობენ რაღაც ნაკვერჩხალივით შეინახონ ეს პროტესტი. სინამდვილეში, საზოგადოებაში არავითარი პროტესტი არ არსებობს და ამას ადასტურებს, მათ შორის ისიც, რომ ამ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ამომრჩეველთა ხმების 82%. ჩვენ მივიღეთ 1 100 000-ზე მეტი ხმა. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ასეთ ხელოვნურ პროტესტის მცდელობებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატების პერსპექტივა", - ამბობს კობახიძე.