საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ ურთიერთობებს, ასევე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების დადებით დინამიკას და სამომავლო პერსპექტივებს.

ელჩმა პრემიერ-მინისტრს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოცი წერილი გადასცა.

პრემიერ-მინისტრმა ელჩს ბელარუსის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.