ნიდერლანდების ეკონომიკის სამინისტრომ 30 სექტემბერს პროდუქციის ხელმისაწვდომობის სპეციალურიი კანონი გამოსცა, რომელიც მიკროსქემების მწარმოებელ Nexperia-ს ეხება.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კანონი ნიდერლანდებს საშუალებას აძლევს დაბლოკოს ან გაუქმოს კომპანიის გადაწყვეტილებები, თუ ისინი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ან ევროპის ინტერესებს.
ცნობისთვის, Nexperia, რომელიც აწარმოებს მიკროსქემებს ავტომობილებისა და ელექტრონიკის ინდუსტრიებისთვის, მდებარეობს ნეიმეგენის ქალაქში (ნიდერლანდების აღმოსავლეთ ნაწილი), მაგრამ მას ჩინური კომპანია Wingtech Technology ფლობს . Nexperia მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს წარმოებლად მიიჩნევა დიოდებისა და ტრანზისტორების წარმოებაში.