ExPro-ს ცნობით, ახალი მონაცემებით, ევროკავშირმა 2025 წელს რუსული Yamal LNG-ის თხევადი ბუნებრივი აირის პროექტიდან თხევადი ბუნებრივი აირის 207 ტვირთი მიიღო - წინა წელთან შედარებით მხოლოდ 10 ტვირთით ნაკლები.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Urgewald-ის შეფასებით, ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მისაღებად გაწეულმა ხარჯმა 7.2 მილიარდ ევრო შეადგინა.

Yamal-ის  მიერ 2025 წელს გაზის 273 ტვირთი გაიგზავნა, 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი 289 იყო. ამ მოცულობის სამ მეოთხედზე მეტი ევროპაში, დანარჩენი კი აზიაში გავიდა.