დელივერი სექტორის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ვოლტი „Winter of Wolt+“ კამპანიას იწყებს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გლობალური მარკეტინგული კამპანია Wolt+ -ის მომხმარებლებს ეხება.
2026 წლის 15 იანვრიდან 4 თებერვლამდე, სამი კვირის განმავლობაში, საქართველოში Wolt+-ის წევრები პლატფორმაზე წარმოდგენილ რესტორნებსა და სასურსათო მაღაზიებში ექსკლუზიური შეთავაზებებითა და სპეციალური ფასებით ისარგებლებენ.
„Winter of Wolt+“-ის ფარგლებში პირველად, შეთავაზებები ყოველკვირეულად შეიცვლება. ვოლტის აპლიკაციას დაემატა სიახლე - სპეციალური შეთავაზებების კალენდარი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს წინასწარ შეეძლებათ ნახონ, თუ რომელი აქციები და კატეგორიები გახდება ხელმისაწვდომი მომდევნო დღეებში. ეს ფორმატი კამპანიას უფრო გამჭვირვალეს ხდის და მომხმარებლებს აპლიკაციაში მუდმივ სიახლეს ჰპირდება.
კამპანიის ფარგლებში, საქართველოში Wolt+-ის წევრები 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ შეკვეთებზე რესტორნებსა და სურსათის მაღაზიებში. სიახლე ასევე გულისხმობს სპეციალურ ფასს Wolt+-ის გამოწერაზე, თუმცა გარკვეული შეთავაზებები ექსკლუზიურად მხოლოდ Wolt+-ის წევრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
შეთავაზებების ყოველკვირეული ცვლილება რესტორნებსა და მაღაზიებს აძლევს შესაძლებლობას, მოხვდნენ მომხმარებლის ყურადღების ცენტრში და მიიღონ დამატებითი სარგებელი. ეს ეხება როგორც მცირე და საშუალო ბიზნესებს, ასევე მსხვილ ქსელურ მარკეტებსა თუ კვების ობიექტებს.
„Winter of Wolt+“ კამპანია ვოლტის მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.