შრი-ლანკაში 3 563 კარატიანი იასამნისფერი საფირონი წარადგინეს. Associated Press-ის ცნობით, ის 2023 წელს აღმოაჩინეს რატნაპურას რაიონში, რომელიც ცნობილია როგორც „ძვირფასი ქვების ქალაქი“.
ქვას „სუფთა მიწის ვარსკვლავი“ უწოდეს. კონსულტანტმა გემოლოგმა აშან ამარასინგჰემ განაცხადა, რომ ეს მსოფლიოში დაფიქსირებული ყველაზე დიდი ბუნებრივი იასამნისფერი საფირონია.
ამარასინგჰეს თქმით, საფირონი ოპტიკურ ეფექტს ავლენს, რომელიც ექვსსხივიან ვარსკვლავს წააგავს.
„ეს ყველა სხვა ქვასთან შედარებით განსაკუთრებული რამ არის“, - დასძინა მან.