აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში თავდასხმის ქვეშ მოექცა სამი ამერიკული საზღვაო გამანადგურებელი, თუმცა ისინი დაზიანებულან.

„სამი მსოფლიო დონის ამერიკული გამანადგურებელი ახლახან წარმატებით გავიდა ჰორმუზის სრუტიდან ცეცხლის ქვეშ. სამი გამანადგურებელი არ დაზიანებულა“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მისი მტკიცებით, ირანელმა თავდამსხმელებმა დიდი ზიანი განიცადეს და მრავალი პატარა ნავი მთლიანად განადგურდა.

„ირანელ თავდამსხმელებს დიდი ზიანი მიადგა. ისინი მთლიანად განადგურდნენ მრავალრიცხოვან პატარა ნავებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება მათი სრულად თავმოკვეთილი საზღვაო ფლოტის ჩასანაცვლებლად. ეს ნავები სწრაფად და ეფექტურად ჩავიდნენ ზღვის ფსკერზე“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი მტკიცებით, აშშ-მა გაანადგურა რაკეტები და დრონები, რომლებიც მის გამანადგურებლებს ესროლეს.

„ნორმალური ქვეყანა ამ გამანადგურებლებს გავლის უფლებას მისცემდა, მაგრამ ირანი ნორმალური ქვეყანა არ არის. მას გიჟები ხელმძღვანელობენ და ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი რომ ჰქონდეთ, ამას უდავოდ გააკეთებდნენ, მაგრამ მათ ეს შესაძლებლობა არასდროს ექნებათ და, ისევე როგორც დღეს კიდევ ერთხელ ჩავაგდეთ ისინი ნოკააუტში, მომავალში ბევრად უფრო ძლიერად და ბევრად უფრო სასტიკად ჩავაგდებთ, თუ ისინი სწრაფად არ მოაწერენ ხელს შეთანხმებას! ჩვენი სამი გამანადგურებელი, თავიანთი შესანიშნავი ეკიპაჟებით, ახლა კვლავ შეუერთდება ჩვენს საზღვაო ბლოკადას, რომელიც ნამდვილად „ფოლადის კედელია““, - აღნიშნა ტრამპმა.

www.interpressnews.ge