მა­ი­სის ბო­ლოს იშ­ვი­ათ ას­ტრო­ნო­მი­ულ მოვ­ლე­ნას ვი­ხი­ლავთ - მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ დე­და­მი­წის გარ­კვე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში ინ­ტენ­სი­უ­რი მე­ტე­ო­რუ­ლი შტორ­მი და­ფიქ­სირ­დე­ბა.

ლა­პა­რა­კია, ტაუ ჰერ­კუ­ლი­დე­ბის მე­ტე­ო­რუ­ლი წვი­მა­ზე, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად ხდე­ბა, თუმ­ცა ჩვე­უ­ლებ­რივ სუს­ტი და ნაკ­ლე­ბად შე­სამ­ჩნე­ვია. წელს კი გა­ცი­ლე­ბით აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა. პი­კის პე­რი­ო­დი, სა­ვა­რა­უ­დოდ, 30 ან 31 მა­ისს დად­გე­ბა და და­ახ­ლო­ე­ბით, ერთ სა­ათს გაგ­რძელ­დე­ბა.

მე­ტე­ო­რუ­ლი წვი­მა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მცი­რე კო­მე­ტას­თან, სა­ხე­ლად 73P/შვას­მან-ვახ­მა­ნი. ეს კო­მე­ტა მზის გარ­შე­მო და­ახ­ლო­ე­ბით 5.4 წე­ლი­წად­ში ერთხელ ბრუ­ნავს და კოს­მოს­ში მტვრი­სა და ნამ­სხვრე­ვე­ბის კვალს ტო­ვებს. რო­დე­საც დე­და­მი­წა ამ ნა­კად­ში გა­ივ­ლის, ატ­მოს­ფე­რო­ში შე­მო­სუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი იწ­ვის და ცაზე “ვარ­სკვლავთცვე­ნის“ ეფექტს ქმნის.

ტაუ ჰერ­კუ­ლი­დე­ბის მე­ტე­ო­რუ­ლი წვი­მას პი­კის ხილ­ვა­დო­ბა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა.

პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, პიკი 31 მა­ისს, და­ახ­ლო­ე­ბით 15:00 სა­ათ­ზე (AEST) და­ფიქ­სირ­დე­ბა, რაც ნიშ­ნავს, რომ ავ­სტრა­ლი­ა­ში ამ დროს დღეა და მე­ტე­ო­რუ­ლი შტორ­მის ხილ­ვა, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბია ამე­რი­კის კონ­ტი­ნენტზე. გან­სა­კუთ­რე­ბით ხელ­საყ­რე­ლი ხილ­ვა­დო­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში, სამ­ხრეთ ამე­რი­კის ნა­წი­ლებ­სა და წყნარ ოკე­ა­ნე­ში მდე­ბა­რე რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც ამ დროს ღა­მეა. რაც უფრო ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე­ობს ად­გი­ლი, მით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა მე­ტე­ო­რე­ბის და­ნახ­ვის შან­სი.

ტაუ ჰერ­კუ­ლი­დე­ბის მე­ტე­ო­რუ­ლი წვი­მა ჩვე­უ­ლებ­რივ საკ­მა­ოდ სუს­ტია.

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, წელს სი­ტუ­ა­ცია შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ მე­ტე­ო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა და შე­საძ­ლოა ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე ბევ­რად ინ­ტენ­სი­უ­რი ცვე­ნა და­ფიქ­სირ­დეს.

ამის მი­ზე­ზი 1995 წელს მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნაა, რო­დე­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მე­ტა ნა­წი­ლე­ბად და­ი­შა­ლა. მა­შინ 70-ზე მეტი დიდი ფრაგ­მენ­ტი და მტვე­რი კოს­მოს­ში გავ­რცელ­და.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ დე­და­მი­წა შე­საძ­ლოა ამ ნამ­სხვრე­ვე­ბის ნა­კადს პირ­ვე­ლად "გა­და­ე­ყა­როს". თუ ეს ასე მოხ­დე­ბა, ცაზე შე­იძ­ლე­ბა მარ­თლაც უჩ­ვე­უ­ლოდ ძლი­ე­რი “ვარ­სკვლავთცვე­ნა“ ვი­ხი­ლოთ.

ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ცნო­ბილ მა­გა­ლი­თად ან­დრო­მე­დი­დე­ბის მე­ტე­ო­რუ­ლი შტორ­მი მი­იჩ­ნე­ვა, რო­მე­ლიც 1872 და 1885 წლებ­ში და­ფიქ­სირ­და. იმ პე­რი­ოდ­ში დე­და­მი­წამ 1846 წელს დაშ­ლი­ლი კო­მე­ტის მიერ და­ტო­ვე­ბულ ნამ­სხვრე­ვებ­ში გა­ი­ა­რა.

ან­დრო­მე­დი­დე­ბის მე­ტე­ო­რუ­ლი ქა­რიშ­ხლის ამ­სახ­ვე­ლი ნა­ხა­ტი საფ­რან­გე­თის თავ­ზე, 1872 წლის 27 ნო­ემ­ბე­რი.

ასე­თი მოვ­ლე­ნე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ კო­მე­ტის დაშ­ლის შემ­დეგ წარ­მოქ­მნი­ლი მტვრის ღრუ­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს დარ­ჩეს კოს­მოს­ში და პე­რი­ო­დუ­ლად ისევ და ისევ გა­მო­იწ­ვი­ოს ძლი­ე­რი მე­ტე­ო­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა.

წყა­რო

www.ambebi.ge