Booking.com for Business-ის ახალი ანალიზის თანახმად, რომელიც გაეროს ტურიზმის სტატისტიკას ეფუძნება, საფრანგეთში ბიზნესმოგზაურთა ყველაზე დიდი წლიური ზრდა დაფიქსირდა. 2025 წელს ქვეყანამ დამატებით 11.6 მილიონ ბიზნესმოგზაური მიიზიდა.
საფრანგეთის პოზიციას ამყარებს ევროპისა და აფრიკის ბაზრებზე მისი წვდომა, ევროკავშირის მეოთხე უდიდესი ექსპორტიორის როლი და მსოფლიოში მეშვიდე უდიდესი ეკონომიკის სტატუსი, – განმარტავენ ექსპერტები.
კვიპროსი ბიზნესმოგზაურთა წლიური ზრდის 16%-იანი ტემპით მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო. ამ პერიოდში ქვეყანამ დამატებით 38,480 ბიზნეს ტურისტი მიიზიდა. ქვეყნის სტრატეგიულმა მდებარეობამ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის გზაჯვარედინზე, ხელსაყრელ საგადასახადო გარემოსთან ერთად, ხელი შეუწყო ამ დადებით ტენდენციას.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე