"მეც­ნი­ე­რე­ბი დიდი ხა­ნია აფრ­თხი­ლებ­დნენ მსოფ­ლი­ოს, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გამო სე­ზო­ნებს შო­რის სა­ზღვრე­ბი წა­იშ­ლე­ბა. ეს პე­რი­ო­დი უკვე დად­გა“ - გვე­უბ­ნე­ბა მა­მუ­კა გვი­ლა­ვა - გა­რე­მოს­დაც­ვი­თი შე­ფა­სე­ბის ექ­სპერ­ტი.

წელს მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­სამ­ჩნე­ვია გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი, ანო­მა­ლი­უ­რი ამინ­დე­ბი, ინ­ტენ­სი­უ­რი ნა­ლე­ქი და გა­ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის პრაქ­ტი­კუ­ლი გაქ­რო­ბა. მა­მუ­კა გვი­ლა­ვას თქმით, მეც­ნი­ერ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა თან­ხმდე­ბა, რომ ეს პრო­ცე­სი ადა­მი­ა­ნის მი­ე­რაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

- ხან ნა­ლე­ქია, ხან - ქარი. გა­ზა­ფხუ­ლი კა­ლენ­და­რუ­ლად თით­ქოს მო­ვი­და, მაგ­რამ ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­ზა­ფხუ­ლი, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნას ახა­სი­ა­თებ­და ხოლ­მე, თით­ქოს გაქ­რა. რა არის ამის მი­ზე­ზი?

- დიახ, მარ­თა­ლია. მეც­ნი­ე­რე­ბი დიდი ხა­ნია სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ კლი­მა­ტი იც­ვლე­ბა და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სე­ზო­ნებს შო­რის სა­ზღვრე­ბი წა­იშ­ლე­ბა. ეს მო­მა­ვა­ლი უკვე დად­გა, ამი­ტომ აქ გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია - მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო. კლი­მა­ტის ექ­სტრე­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი ჩვენ­თა­ნაც ვლინ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, ასე­თი გა­და­უ­ღე­ბე­ლი და გახ­ში­რე­ბუ­ლი წვი­მე­ბი პი­რა­დად მე არ მახ­სოვს. თა­ვად ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი არ გახ­ლა­ვართ, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი შე­ფა­სე­ბის ექ­სპერ­ტი ვარ, თუმ­ცა გა­რე­მო პი­რო­ბებს მუდ­მი­ვად ვაკ­ვირ­დე­ბი და ასა­კიც საკ­მა­რი­სი მაქვს იმის­თვის, რომ გარ­კვე­უ­ლი დას­კვნე­ბი გა­ვა­კე­თო. ჯერ კი­დევ 90-იანი წლე­ბი­დან მეც­ნი­ე­რე­ბი და კლი­მა­ტის პო­ლი­ტი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამის შე­სა­ხებ გვაფრ­თხი­ლებ­დნენ. რა­ზეც 20-30 წლის წინ სა­უბ­რობ­დნენ, დღეს ზუს­ტად მარ­თლდე­ბა. მთა­ვა­რი დას­კვნა ის არის, რომ მეც­ნი­ე­რებ­სა და სწორ პო­ლი­ტი­კო­სებს უნდა და­ვუ­ჯე­როთ და არა მათ, ვინც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას უარ­ყოფს. ჩვენ აღარ ვართ იმ პი­რო­ბებ­ში, რომ რე­ა­ლო­ბა უარ­ვყოთ. კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა ფაქ­ტია და ის ადა­მი­ა­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა, რა­საც ადა­მი­ა­ნი ვერ ელე­ვა და ვერ აჩე­რებს, წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბაა.

ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მო­იწ­ვია სათ­ბუ­რის გა­ზე­ბის, მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით, ნახ­ში­რორ­ჟან­გი (CO2) ემი­სი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნახ­ში­რორ­ჟან­გის კონ­ცენ­ტრა­ცია ატ­მოს­ფე­რო­ში პრო­ცენ­ტუ­ლად მცი­რეა, ის­ტო­რი­ულ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით ის საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და. თუ ის­ტო­რი­უ­ლად ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 280 ppm-ს მე­მი­ლი­ო­ნე­დი წილი) შე­ად­გენ­და, ახლა უკვე 425–430 ppm-მდეა ასუ­ლი. ყო­ვე­ლი წლის მა­ის­ში ეს პა­რა­მეტ­რი ახალ რე­კორდს ამ­ყა­რებს - ანუ კონ­ცენ­ტრა­ცია თით­ქმის 50%-ით არის გაზ­რდი­ლი. აქ შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ებს არ უნდა ვენ­დოთ. მეც­ნი­ერ­თა 97-99% გვე­უბ­ნე­ბა, რომ ეს პრო­ცე­სი ადა­მი­ა­ნის მიერ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა სა­მო­მავ­ლო საფრ­თხე აღარ არის, ის უკვე მოქ­მე­დებს და ჩვენ­თან ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ინ­ტენ­სი­ურ წვი­მებ­ში, გა­ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბა­სა და პირ­და­პირ ზა­ფხუ­ლის სი­ცხე­ებ­ზე გა­დას­ვლა­ში. კლი­მა­ტი აღარ გვინ­დობს და რამ­დე­ნი­მე თვი­ა­ნი გა­ზა­ფხუ­ლით ტკბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აღარ გვაძ­ლევს.

- ანუ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ადა­მი­ა­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბის პირ­და­პი­რი შე­დე­გია, ხომ?

- უპი­რო­ბოდ. ხალ­ხმა უფრო მე­ტად უნდა მო­უს­მი­ნოს მეც­ნი­ე­რებს, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მეც­ნი­ე­რულ კონ­სენ­სუსს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მა­გა­ლი­თის­თვის, დო­ნალდ ტრამ­პის მმარ­თვე­ლო­ბი­სას აშშ გა­მო­ვი­და პა­რი­ზის კლი­მა­ტის შე­თან­ხმე­ბი­დან (თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შემ­დე­გი პრე­ზი­დენ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად და­აბ­რუ­ნებს ქვე­ყა­ნას ამ შე­თან­ხმე­ბა­ში). აქ რე­ა­ლუ­რად ნავ­თო­ბის ლობი მუ­შა­ობს. ჯერ კი­დევ 1970-იანი წლე­ბი­დან ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ებს სა­უ­კე­თე­სო მეც­ნი­ე­რე­ბი ჰყავ­დათ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. ახ­ლა­ხან გა­მოქ­ვეყ­ნდა ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, სა­დაც ზუს­ტად იყო გა­წე­რი­ლი, რა მოხ­დე­ბო­და 2020-იან წლებ­ში. ნაც­ვლად იმი­სა, რომ სა­თა­ნა­დოდ ემოქ­მე­დათ, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის გა­და­სარ­ჩე­ნად მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კლი­მა­ტის დამ­ცვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია და­ი­წყეს. გარ­კვე­ულ­წი­ლად წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წი­ეს, მაგ­რამ ეს დრო­ე­ბი­თია - კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას მეც­ნი­ე­რე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია ვერ შე­ა­კა­ვებს.

- ანუ ნავ­თობმ­წარ­მო­ებ­ლებს გუ­ლის­ხმობთ, ხომ?

- დიახ, ნავ­თო­ბინ­დუსტრი­ის უაღ­რე­სად ძლი­ერ და ნე­გა­ტი­ურ ლო­ბის. ეს ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბია რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ისე და­სავ­ლეთ­ში. ისი­ნი არა­ფერ­ზე იხე­ვენ უკან, რად­გან ნავ­თო­ბის დიდ ბიზ­ნესს დე­მოკ­რა­ტი­ას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს. თუმ­ცა, ეს მიდ­გო­მა დიდ­ხანს ვერ გაძ­ლებს - კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას უკვე ყვე­ლა ვგრძნობთ. მალე კლი­მა­ტუ­რი პრო­ცე­სე­ბის გავ­ლე­ნა კი­დევ უფრო მკვეთ­რად გახ­დე­ბა შე­სამ­ჩნე­ვი და მი­თე­ბის მო­სას­მე­ნად დრო აღარ დაგ­ვრჩე­ბა. იძუ­ლე­ბულ­ნი გავ­ხდე­ბით, რე­ა­ლურ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებს და­ვეყ­რდნოთ.

- კი­დევ ერთხელ რომ გან­ვუ­მარ­ტოთ მკი­თხველს: მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სე­ზო­ნე­ბის ჯაჭ­ვი­დან შე­საძ­ლოა სა­ერ­თოდ ამო­ვარ­დეს გა­ზა­ფხუ­ლი და შე­მოდ­გო­მა?

- დიახ. სხვა­თა შო­რის, უნდა ით­ქვას, რომ ჩვენს რე­გი­ონს ამ სე­ზონ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით უმარ­თლებს. შე­ხე­დეთ, რა ხდე­ბა ევ­რო­პა­ში, თუნ­დაც ბრი­ტა­ნეთ­ში. საკ­მა­რი­სია BBC ჩარ­თოთ - ბრი­ტა­ნე­თის ზო­გი­ერთ ნა­წილ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რამ 35°C-ს გა­და­ა­ჭარ­ბა, რაც მა­ი­სის­თვის პრაქ­ტი­კუ­ლად უპ­რე­ცე­დენ­ტო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. კლი­მა­ტის მკვლევ­რე­ბი და სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ტემ­პე­რა­ტუ­რას სკრუ­პუ­ლო­ზუ­რად ზო­მა­ვენ, გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი არი­ან - მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ნორ­მა­ზე 15 გრა­დუ­სით მა­ღა­ლია. ჯერ კი­დევ მა­ი­სია და გა­ქა­ნე­ბუ­ლი თერ­მუ­ლი ტალ­ღე­ბია (Heatwaves) მთელ სამ­ხრეთ ევ­რო­პა­სა და ბრი­ტა­ნეთ­ში. თუ ეს ტენ­დენ­ცია ივ­ლის-აგ­ვის­ტო­შიც გაგ­რძელ­და, გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უნდა ვე­ლო­დოთ. ასე რომ, ჩვენ ჯერ კი­დევ არ გვაქვს სა­წუ­წუ­ნო.

- ზა­ფხულს რო­გორ პროგ­ნო­ზი­რებთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა?

- ზუს­ტი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა რთუ­ლია, თუმ­ცა ბოლო 15-20 წე­ლია, სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა მუდ­მი­ვად იმა­ტებს. მთლი­ა­ნად ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის არ­სე­ბო­ბის ათას­წლე­უ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ასე­თი სწრა­ფი დათ­ბო­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტოა - ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო წელი წინა წლის რე­კორდს ამ­ყა­რებს. შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ წელს რე­კორ­დი არ მო­იხ­სნას, მაგ­რამ სა­ერ­თო დი­ნა­მი­კა ზრდა­დია. ეს სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცი­აა, რად­გან პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა და არ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ზა­ფხულ­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი არ გვექ­ნე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი გვე­ლის.

ახლა ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვის მი­მარ­თავ­დით და რას ეტყო­დით?

- პირ­ველ რიგ­ში, მივ­მარ­თავ­დი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას - მოქ­მე­დე­ბის დროა! არ შე­იძ­ლე­ბა კლი­მა­ტის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მომ­ზა­დე­ბა წა­მო­ვი­წყოთ (სხვა­თა შო­რის, ბრი­ტა­ნე­თის ვეს­ტმინ­სტე­რის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით) და შუა გზა­ზე მი­ვა­ტო­ვოთ. ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია გვქონ­დეს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან ადაპ­ტა­ცი­ის გეგ­მა. ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებს ეს გეგ­მე­ბი ჯერ კი­დევ 10 წლის წინ ჰქონ­დათ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა და ჩვენ მიერ ემი­სი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა (შე­მარ­ბი­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი) გლო­ბა­ლურ სუ­რათს ბევ­რს ვე­რა­ფერს შე­მა­ტებს ან და­აკ­ლებს, თუმ­ცა ჩვე­ნი წილი მაქ­სი­მუ­მი მა­ინც უნდა გა­ვა­კე­თოთ - ეს გა­ე­როს კლი­მა­ტის ჩარ­ჩო კონ­ვენ­ცი­ი­თა და პა­რი­ზის შე­თან­ხმე­ბით აღე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. მაგ­რამ, რაც მთა­ვა­რია, სას­წრა­ფოდ გვჭირ­დე­ბა ადაპ­ტა­ცი­ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა და კლი­მა­ტის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის სა­ბო­ლო­ოდ მი­ღე­ბა, თა­ნაც გამჭვირ­ვა­ლე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პრინ­ცი­პით.

მა­გა­ლი­თად, თბი­ლისს დიდი ხა­ნია უნდა ჰქონ­დეს სი­ცხის ტალ­ღე­ბის მარ­თვი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის გეგ­მა. ქმე­დე­ბა დღეს­ვეა და­სა­წყე­ბი, ხვალ უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ერთ ირო­ნი­ულ მა­გა­ლით­საც მო­ვიყ­ვან: დღეს ქარ­თვე­ლი ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კო­სე­ბი წუ­წუ­ნე­ბენ, რომ თურ­ქეთ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ას ვე­ღარ ყი­დი­ან, რად­გან თურ­ქეთ­მა თა­ვად გა­ნა­ვი­თა­რა მძლავ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მზის ენერ­გე­ტი­კა და გარე იმ­პორ­ტი აღარ სჭირ­დე­ბა.

ჩვენც მზი­ა­ნი ქვე­ყა­ნა ვართ და რო­დის ვა­პი­რებთ სწო­რი, მზის ენერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბას? ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მო­სახ­ლე­ო­ბას, და­ზო­გოს თან­ხე­ბი, ნაც­ვლად იმი­სა, რომ მხო­ლოდ ვიწ­რო კერ­ძო ინ­ტე­რე­სებ­მა და ცალ­კე­ულ­მა გავ­ლე­ნი­ან­მა ჯგუ­ფებ­მა მი­ი­ღონ სარ­გე­ბე­ლი ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კი­დან, რომ­ლის პრო­დუქტსაც მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში რო­გორც აღ­მოჩ­ნდა ვე­ღარც ვყი­დით.ერთ სა­კი­თხსაც და­ვა­მა­ტებ­დი: დღეს მეც­ნი­ე­რე­ბა (ე.წ. „ატ­რი­ბუ­ცი­ის (მი­კუთ­ვნე­ბის) მეც­ნი­ე­რე­ბა“) იმ­დე­ნად გან­ვი­თარ­და, რომ ექ­სტრე­მა­ლუ­რი კლი­მა­ტუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, - „პირ­და­პირ რე­ჟიმ­ში“ - შე­უძ­ლი­ათ შე­ა­ფა­სონ, ესა თუ ის ანო­მა­ლია ადა­მი­ა­ნის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი კლი­მა­ტის გლო­ბა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი თუ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. 20 წლის წინ ამის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

მიმ­დი­ნა­რე სით­ბუ­რი ტალ­ღე­ბი ევ­რო­პა­ში ადა­მი­ა­ნის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი (წყა­რო: Climate Central) ყვე­ლას ვურ­ჩევ, ზა­ფხულ­ში თვა­ლი ადევ­ნოს ClimateShift Index-ს (კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის ინ­დექ­სი იხ. https://csi.climatecentral.org/climate-shift-index). ეს არის ამე­რი­კუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, Climate Central-ის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პორ­ტა­ლი, რო­მე­ლიც კლი­მა­ტის ატ­რი­ბუ­ცი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ზუს­ტად გვიჩ­ვე­ნებს, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ ტემ­პე­რა­ტუ­რის მხრივ და რა გვე­ლის უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში. მე პი­რა­დად გა­სულ წელს მთე­ლი ივ­ლი­სის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაკ­ვირ­დე­ბო­დი სით­ბურ ტალ­ღებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ეს პორ­ტა­ლი ძა­ლი­ან ზუს­ტად აღ­წერს კლი­მა­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას და უახ­ლო­ეს პროგ­ნოზს. 

წყარო: ambebi.ge