უმსხვილესი კონგლომერატის SoftBank-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ Toyota-ს მაჩვენებელს გადაუსწრო და იაპონიის უმსხვილესი კომპანია გახდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ავტოგიგანტის 20-წლიანი დომინაციის დასასრულის მიზეზი ისაა, რომ იაპონურ საფონდო ბირჟაზე ტრადიციული მძიმე მრეწველობის დარგების პოზიციები სუსტდება და ხელოვნური ინტელექტის სექტორზე ორიენტირებული კომპანიები უფრო ძლიერდება.
უმსხვილესი კონგლომერატი როგორც საფინანსო სექტორშია წარმოდგენილი, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კუთხითაც წამყვანი ინვესტორია, სწორედ AI-ს გლობალურ ბუმთან არის დაკავშირებული კომპანიის აქციების რეკორდული ზრდაც.
გამოცემის ცნობით, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ 520 მილიარდი იენის წმინდა მოგება მიიღო, ბოლო სამ თვეში ამ მაჩვენებელმა 1.82 ტრილიონი იენი შეადგინა. კორპორაციის წარმატების მთავარი საფუძველი ChatGPT-ის დეველოპერ სტარტაპ OpenAI-ში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციები გახდა.