Nvidia Corporation-მა გამოაცხადა პროცესორის, RTX Spark–ის გამოშვების შესახებ, – „სუპერჩიპის“, რომელიც წარმოადგენს მიკროპროცესორისა და გრაფიკული ჩიპის კომბინაციას და რომელიც შეიქმნა ტაივანურ კომპანია MediaTek-თან ერთად.

პროცესორი იმუშავებს Windows ოპერაციული სისტემით. RTX Superchip-ს ექნება 20-მდე გამოთვლითი ბირთვი და Blackwell-ის თაობის გრაფიკული ჩიპი 6144 ბირთვით. ორი ელემენტი საერთო მეხსიერებას გამოიყენებს, რაც მათ საშუალებას მისცემს უკეთ გაუმკლავდნენ ხელოვნური ინტელექტის (AI) დიდ მოდელებს და მაღალი ხარისხის თამაშებს. ისინი კომუნიკაციისთვის Nvidia NVLink ინტერფეისს გამოიყენებენ.

კომპანიის განცხადებით, პირველი RTX Spark-ზე დაფუძნებული ლეპტოპები პრემიუმ სეგმენტზე იქნება გათვლილი. მათ დასძინეს, რომ პროცესორის ეფექტურობა კომპიუტერების მწარმოებლებს საშუალებას მისცემს, შესთავაზონ უკიდურესად მძლავრი, თხელი და მსუბუქი ლეპტოპები.

ვრცლად liga.net – ზე