1 ივნისიდან ვარშავაში ძალაში შევიდა მაღაზიებსა და ბენზინგასამართ სადგურებში ღამით ალკოჰოლის  გაყიდვის აკრძალვა. საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით, ალკოჰოლის შეძენა საცალო ობიექტებში 22:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე აღარ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისს წარმოადგენს შოპენის აეროპორტის უბაჟო ზონაში არსებული მაღაზიები.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1 ნოემბრიდან მსგავსი შეზღუდვები სატესტო რეჟიმში უკვე ამოქმედდა ორ რაიონში - სროდმიეშცესა და პრაჰა-პოლუდნეში.

ვრცლად euronews – ზე