რუსული ურალის (Urals) ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე დაახლოებით 34 დოლარამდე დაეცა, რაც ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ნიშანია იმისა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ბალტიის ზღვაში პარასკევს ურალი ბარელზე 34.82 დოლარად ივაჭრებოდა, ხოლო შავ ზღვაში კიდევ უფრო დაბალი, 33.17 დოლარი იყო.
მისი დაბალი ფასი ამცირებს კრემლის წვდომას „ნავთობდოლარებზე“, რომლებიც მთავრობის სამხედრო ხარჯების დაახლოებით მეოთხედს აფინანსებენ.
როგორც გამოცემა წერს, რუსულ ნავთობზე ფასის ვარდნა ხდება აშშ-ის მიერ უმსხვილესი კომპანიების – Rosneft-ისა და Lukoil-ის მიმართ დაწესებული სანქციების ფონზე.