Baza-ს ინფორმაციით, 1-ელი აპრილიდან რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახური (როსკომნადზორი) რუსეთის ტერიტორიაზე Telegram-ს სრულიად დაბლოკავს.
„ჩვენი წყაროების ცნობით, ამ თარიღიდან როსკომნადზორი Telegram-ის სრულიად დაბლოკვას დაიწყებს, Instagram-ისა და Facebook-ის მსგავსად. ზომები გავრცელდება რუსეთის მთელ ტერიტორიაზე: აპლიკაცია აღარ ჩაიტვირთება არც მობილური ქსელების და არც სტაციონარული ინტერნეტსისტემების საშუალებით“, - წერს Baza.
ცნობისთვის, Telegram-ზე წვდომის შეზღუდვა 10 თებერვალს დაიწყო. როსკომნადზორი აცხადებდა, რომ მსგავსი შეზღუდვები „კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლის“ მიზნით შემოიღეს.