რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუს ყოფილი მოადგილე დმიტრი ბულგაკოვი კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა, რომ ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მისი თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, რომ დადგინდეს მიზეზები და პირობები, რომლებმაც „ხელი შეუწყო ბულგაკოვის უკანონო საქმიანობას“.

შოიგუს მოადგილედ ბულგაკოვი 2010 წელს დაინიშნა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ის არმიის ლოგისტიკაზე იყო პასუხისმგებელი. 2022 წლის სექტემბერში ბულგაკოვი სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს.

2016 წელს ბულგაკოვს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა ლოგისტიკური ოპერაციისთვის Syrian Express-ი. დმიტრი ბულგაკოვი არაერთი ჯილდოს, ასევე ღირსების ორდენის მფლობელია.

1tv.ge