რუსეთში 2026 წლის იანვარ-სექტემბერში სასამართლოებმა გაკოტრებულად 5 364 კომპანია ცნეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.3%-ით მეტია. მონაცემებს რუსული „კომერსანტი“ ერთიანი ფედერალური რეესტრის (Федресурс) ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მხოლოდ მესამე კვარტალში გაკოტრებულად 1 818 კომპანია გამოცხადდა, რაც წლიურ ჭრილში 18.5%-იანი ზრდაა.
ამასთან, 23.6%-ით გაიზარდა იურიდიული პირების გადახდისუუნარობის ახალი საქმეების რაოდენობა და 4 600-ს მიაღწია