რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინაში, ოდესის რეგიონში მდებარე აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის (SOCAR)-ის ნავთობსაწყობზე იერიში მიიტანეს.
თავდასხმა ხუთი Shahed ტიპის კამიკაძე დრონით განხორციელდა, რამაც ხანძარი და დიზელის მილსადენის დაზიანება გამოიწვია; მძიმედ დაშავდა SOCAR-ის ოთხი თანამშრომელი.
აღსანიშნავია, რომ 8 აგვისტოს დაბომბვა, უკვე მეორე მიზანმიმართულ თავდასხმაა უკრაინაში მდებარე აზერბაიჯანთან დაკავშირებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.
წინა თავდასხმა გაზის განაწილების სადგურზე ორლივკას მახლობლად მოხდა, რომელიც ტრანსბალკანური გაზსადენის მნიშვნელოვან ნაწილია, ამ სადგურის გავლით უკრაინას აზერბაიჯანული გაზი უნდა მიეწოდოს.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, თავდასხმის ადგილზე ჩატარებული ექსპერტიზა მიუთითებს, რომ თავდასხმის მთავარი სამიზნე სწორედ ნავთობსაწყობი იყო. პრორუსული მედიაში აზერბაიჯანული აქტივების "ლეგიტიმურ სამიზნეებად" მოხსენიების გათვალისწინებით, შესაბამიდას, ამ დროისთვის SOCAR-ის ობიექტებზე მომდევნო თავდასხმების რისკი საკმაოდ მაღალია.