რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ახალი მაკროეკონომიკური პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეკონომიკას მომდევნო წლებში ზრდის პერსპექტივა არ აქვს.
საბაზო სცენარის მიხედვით, ნავთობის ფასი ბარელზე $55 დოლარამდე დაეცემა და ახალი სანქციების არარსებობის შემთხვევაშიც კი ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 0.5–1% იქნება.
სტრესი-სტრატეგიული სცენარი ითვალისწინებს რუსეთის იძულებით მორგებას გრძელვადიან იზოლაციასა და ტექნოლოგიურ ჩამორჩენაზე — რაც ეკონომიკის ხანგრძლივ სტაგნაციასა და რეალური შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს.
გლობალური კრიზისის სცენარი მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრ ვარდნასა და ჩინეთისა და ევროპის ეკონომიკური აქტივობის შემცირებას ვარაუდობს, რაც რუსეთს ექსპორტის ბაზრებსა და ბიუჯეტის შემოსავლებს დაუკარგავს.
რისკიანი სცენარის მიხედვით, ინფლაცია 12%-ზე მაღლა ავა, მშპ შემცირდება 3.5%-ით, ხოლო ეროვნული კეთილდღეობის ფონდი ამოიწურება 2026 წლამდე.
ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ აღიარა, რომ არსებული პირობებში — განსაკუთრებით ომის გაგრძელების ფონზე — რუსეთის ეკონომიკა გადაუჭრელ სისტემურ კრიზისს შეეჯახება, თუ პოლიტიკური და საგარეო მიმართულებით შეთანხმება არ მოხდება.