უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთი უკრაინის პორტებსა და საზღვაო დერეფნის გასწვრივ სამოქალაქო გემებზე თავდასხმით 2022 წლის სცენარის გამეორებას ცდილობს.

მისი განმარტებით, 2022 წელს, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვაო პორტების უკანონო ბლოკადა დაიწყო, სურსათის ფასების გლობალური ინდექსი ზოგჯერ 25%-ს აჭარბებდა, რამაც მილიონობით ოჯახისთვის საკვების მწვავე დეფიციტი გამოიწვია.

„რუსეთი იგივე შედეგის მიღწევას ახლაც ცდილობს უკრაინის პორტებსა და უკრაინის საზღვაო დერეფნის გასწვრივ სამოქალაქო გემებზე თავდასხმებით. მსოფლიოსთვის შედეგები შეიძლება ისეთივე მძიმე იყოს, როგორც 2022 წელს იყო. მოვუწოდებთ დაზარალებულ რეგიონებსა და ქვეყნებს, ხმა აიმაღლონ, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებას, გაზარდოს ზეწოლა მოსკოვზე, რათა მოითხოვოს შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლებისა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტა“, - აცხადებს სიბიგა.

ipn.ge