უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილ ფედოროვის განცხადებით, აგრძელებს მოლაპარაკებებს SpaceX-ის მფლობელ ილონ მასკთან რუსეთში სამიზნეების, კერძოდ, ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების განადგურების მიზნით Starlink ქსელის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კითხვაზე, ნამდვილად აწარმოებდა თუ არა მოლაპარაკებებს მასკთან იმის შესახებ, რომ უკრაინას მისცემოდა შესაძლებლობა რუსეთის ტერიტორიაზე ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ Starlink-ის გამოყენებით ემოქმედა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა უპასუხა :

„დიახ, ეს ინფორმაცია საჯარო იყო. ჩვენ მასკთან კონტაქტს ვინარჩუნებთ; ბოლოს რამდენიმე დღის წინ ვისაუბრეთ. ახლა მთავარი გამოწვევაა, როგორ მივაღწიოთ იმ შედეგს, რომლის მიღწევაც ამ დიალოგის ფარგლებში გვჭირდება“, - აღნიშნა ფედოროვმა.

მისი თქმით, მასკთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე რუსულ მხარეს Starlink-ზე წვდომა შეეზღუდა, რადგან ეს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა უკრაინას „შაჰედის“ დრონებზე სატელიტური ინტერნეტის გამოყენების გამო.

„ამჟამად მოლაპარაკებები გრძელდება. ყველა დეტალს ვერ გავამჟღავნებ, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ,“ - დასძინა ფედოროვმა.

ipn.ge