Bloomberg-ის ცნობით, რუბლი მსოფლიო ვალუტებს შორის ლიდერობს, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნავთობის „ბუმიდან“ დიდ სარგებელს იღებს.

როგორც გამოცემა წერს, რუსულმა რუბლმა ამ კვარტალში დოლართან მიმართებაში მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, რასაც ხელი შეუწყო, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ, ნავთობის გაყიდვიდან უცხოური ვალუტის რუსეთში შედინების ზრდამ.

აპრილის დასაწყისიდან რუბლი დაახლოებით 12%-ით გამყარდა და დოლარზე 72.6-ს მიაღწია - რაც 2023 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

უკვე მეორე წელია, ვალუტა შორდება ოფიციალურ და საბაზრო პროგნოზებს, რომლებიც მის გაუფასურებას პროგნოზირებდნენ, რაც ზოგიერთ ანალიტიკოსს აფიქრებინებს, რომ ის მიმდინარე ეკონომიკურ პირობებთან შედარებით გადაჭარბებულად არის შეფასებული.