აშშ-ის სენატმა პირველად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ზღუდავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფლებამოსილებას ირანის წინააღმდეგ ომის საკითხებში, იტყობინება CBS News.
რეზოლუციას მხარი 50-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 47 კი წინააღმდეგი იყო. დემოკრატების უმრავლესობის გარდა, ინიციატივას მხარი დაუჭირეს რესპუბლიკელებმა რენდ პოლმა, ლიზა მურკოვსკიმ, სიუზან კოლინზმა და ბილ კასიდიმ, რითაც ინიციატივის სპონსორებს ის მხარდაჭერა გაუჩნდათ, რაც მანამდე არ ჰქონდათ. ჯონ ფეტერმანი ერთადერთი დემოკრატი იყო, რომელმაც პროექტს მხარი არ დაუჭირა.
წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია შვიდჯერ უარყო. თუმცა, წარმომადგენელთა პალატის მიერ მისი მიღებაც კი არ იძლევა მისი ამოქმედების გარანტიას. დონალდ ტრამპს შეეძლო რეზოლუციას ვეტო დაადოს.