ფრანკფურტში OpernTurm-ის საოფისე ცათამბჯენის ყიდვის 850 მილიონი ევროს გარიგება ჩაიშალა, რადგან მყიდველმა საჭირო თანხის მოზიდვა ვერ შეძლო, იტყობინება Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
მათი თქმით, შენობის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს, რომელიც ამჟამად JPMorgan Asset Management-სა და სინგაპურის სუვერენული ფონდ GIC-ს ეკუთვნის, მეწარმე და დეველოპერი ერიხ შვაიგერი ხელმძღვანელობდა.
ეს გარიგება ევროპაში ყველაზე მასშტაბური იქნებოდა 2022 წლის შემდეგ, როდესაც ლონდონ სიტიში ცათამბჯენი, სადაც Deutsche Bank-ის დიდი ბრიტანეთის შტაბ-ბინა მდებარეობს, 935 მილიონ ევროდ გაიყიდა.