როგორც იქნა! ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის მიერ იქნა დასანქცირებული, მივესალმები აშშ-ის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„როგორც იქნა! ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის მიერ იქნა დასანქცირებული. მივესალმები აშშ-ის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას. ის უკვეა ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის ნაციონალურ სასანქციო სიებში.

საუკეთესოა დროა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა სახელმწიფოებმა იგივე ნაბიჯი გადადგან. ლიეტუვა გვერდში უდგას ქართველ ხალხს!” - წერს ბუდრისი.

ipn.ge