დღეიდან ევროკავშირში ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც მობილურები, ტაბლეტები, კამერები, აუდიომოწყობილობები და სხვა წვრილი ტექნიკა USB-C დამტენთან იქნება თავსებადი.

მცირე ტექნიკის დამუხტვისთვის საჭირო ალტერნატიული მეთოდები უნდა გაუქმებულიყო და ყველა მცირე და საშუალო ზომის პორტატული მოწყობილობას, რომელიც EU-ში გაიყიდება, USB-C პორტი უნდა ჰქონდეს.

მომხმარებელს ექნება არჩევანი, ახალი მობილურის შეძენისას მოჰყვება თუ არა მას ახალი დამტენი.

იგივე წესი ლეპტოპის მწარმოებლებისთვის 2026 წლის 28 აპრილიდან ამოქმედდება.